“ხელისუფლებამ შეძლო და უმუშევრობა შეამცირა ისტორიულ მინიმუმამდე” – გიორგი აბაშიშვილი
”ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ჩვენთან არის დასაქმების ნაწილი. ამ პერიოდის განმავლობაში ხელისუფლებამ შეძლო და უმუშევრობა შეამცირა ისტორიულ მინიმუმამდე”, – განაცხადა „ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა, გიორგი აბაშიშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“.
„ეკონომიკური ზრდა იწვევს იმას, რომ იქმნება ახალი ბიზნესი, ან შემოდის ინვესტიცია, ან ფართოვდება არსებული ბიზნესი. ამ პერიოდის განმავლობაში ბუნებრივია იქმნება სამუშაო ადგილებიც.
ბიზნესის მხრიდან ერთ-ერთ პრობლემურ ნაწილად დასახელებულია სამუშაო ძალის დეფიციტი და კვალიფიკაციის ნაკლებობა. თუ ჩვენ განათლების კომპონენტს ჩავრთავთ და უფრო მეტად უზრუნველვყოფთ განათლების და ბიზნესის დიალოგს, უფრო მეტად დაიკლებს უმუშევრობის დონე“, – აღნიშნა აბაშიშვილმა.