ზელენსკიმ რომის პაპს უკრაინელი ტყვეების დაბრუნებაში დახმარება სთხოვა

11 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეხვედრაზე რომის პაპს, ფრანცისკეს რუსეთის ტყვეობაში მყოფი უკრაინელების გათავისუფლებაში დახმარება სთხოვა.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან ტყვეების გაცვლის შესახებ კონფერენციაზე ვატიკანიც მიიწვია. შეხვედრა ოქტომბრის ბოლოსაა დაგეგმილი.

“ჩვენ რუსეთის მიერ დატყვევებული უკრაინელების უკან დასაბრუნებლად დახმარებისთვის იმედებს წმინდა საყდარზე ვამყარებთ”, – განაცხადა ზელენსკიმ შეხვედრის შემდეგ.

მისივე თქმით, პაპთან საუბრის მთავარი თემა სწორედ ეს საკითხი იყო.

ეს ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ზელენსკის და პაპის მეორე შეხვედრაა.

ფრანცისკემ ზელენსკის ბრინჯაოს ნამუშევარი აჩუქა წარწერით: “მშვიდობა მყიფე ყვავილია”. თავის მხრივ, ზელენსკიმ პაპს ზეთის საღებავებით შესრულებული ნახატი აჩუქა, რომელზედაც უკრაინის ქალაქ ბუჩის ნანგრევებთან მდგარი ბავშვია გამოსახული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები