კოტე კუბლაშვილის სახლთან საპროტესტო აქცია გაიმართა
ახალგაზრდული ცენტრისა და სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფების ინიციატივით დღეს საპროტესტო აქცია კოტე კუბლაშვილის სახლთან გაიმართა. შეკრებილები – აქციის ორგანიზატორები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისგან სასამართლო რეფორმის გატარებას და მოსამართლეებზე ზეწოლის შეწყვეტას ითხოვენ. სხვადასხვა ორგანიზაცია და გაერთიანებების წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების სახლებთან აქციებს პერმანენტულად მართავენ.