დავით კაჭარავა: ქართველების მხრიდან სპორტსმენების დაკნინება, რომლებიც საქართველოს ცნობადს ხდიან, ძალიან სამწუხაროა

ქართველების მხრიდან სპორტსმენების დაკნინება, რომლებიც საქართველოს ცნობადს ხდიან, ძალიან სამწუხაროა, – ამის შესახებ გადაცემა „იმედი LIVE“-ში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით კაჭარავამ სპორტსმენების ბულინგთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

„ერთ მხარეს არიან ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებაში მოსვლისთვის ნებისმიერი რამისთვის მზად არიან. ძალიან კარგად დავინახეთ, რომ ისინი არიან დავალების შემსრულებლები, რომლებსაც ავალებენ, რომ ნებისმიერი საშუალებით დააკნინონ ადამიანები, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესები არიან და ქვეყნის წინსვლაში დიდ როლს თამაშობენ“, – აღნიშნა კაჭარავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები