დავით კაჭარავა – ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: თავისივე აკრძალვების მიუხედავად ცდილობენ, რომ უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაერიონ, ფაქტია, მათთვის ეს სიტყვით მიუღებელია, მაგრამ საქმით – არა

ჩვენ ძალიან კარგი ვქენით, რომ გავხსენით ყველა კარი და ვცდილობთ მოსახლეობას ბოლომდე სიმართლე ვუთხრათ, თუ რაშია საქმე. ამ ყველაფერს სჭირდება დრო და დროსთან ერთად საზოგადოება მეტ ანალიზს აკეთებს და მეტად ხვდება ყველაფერს, – ამის შესახებ გადაცემა „იმედი LIVE“-ში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით კაჭარავამ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

„ევროპარლამენტში, ძალიან კარგად დავინახეთ უცხო ქვეყნის წარმომადგენლები, თუ როგორ საუბრობდნენ იმ თემაზე, რომ არ შეიძლება საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა, რომ ეს ჩრდილს აყენებს თვითონ ევროკავშირსა და ევროპარლამენტს. თავისივე აკრძალვების მიუხედავად ისინი ცდილობენ, რომ უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაერიონ, რაც მათთვის მიუღებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს მათთვის სიტყვით მიუღებელია და საქმით კი არა“, – აღნიშნა კაჭარავამ.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე საქართველოს შესახებ რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები