ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში ჩავიდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ზელენსკი ელისეის სასახლეში თავის ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს შეხვდება.

უკრაინის პრეზიდენტის პარიზში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი.

9 ოქტომბერს მაკრონი საფრანგეთისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებთან ერთად უკრაინის შეიარაღებული ძალების 155-ე ბრიგადას შეხვდა, რომლებიც წვრთნას აღმოსავლეთ საფრანგეთის გრანდ ესტის რეგიონში გადიან.

შეგახსენებთ, მანამდე ზელენსკი ლონდონში იმყოფებოდა, საიდანაც შემდეგ პარიზში ჩავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები