„ნაცმოძრაობის“ წევრები ზუგდიდის სოფლებში მოქალაქეებს პირადობის მოწმობებს ართმევენ და თანხის სანაცვლოდ სთხოვენ, პირადობების წართმევის ფაქტი „ქართულ ოცნებას“ დააბრალონ” – მამუკა წოწერია

„ნაცმოძრაობის“ წევრები ზუგდიდის სოფლებში მოქალაქეებს პირადობის მოწმობებს ართმევენ და თანხის სანაცვლოდ სთხოვენ, პირადობების წართმევის ფაქტი „ქართულ ოცნებას“ დააბრალონ”, – ამის შესახებ ზუგდიდის მერმა და „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, მამუკა წოწერიამ ბრიფინგზე განაცხადა.

წოწერია თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობას“ საარჩევნო გარემოში დესტრუქციული მათთვის ჩვეული ქმედებები შეაქვს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობას“ საარჩევნო გარემოში დესტრუქციული მათთვის ჩვეული ქმედებები შემოაქვს. მათი წარმომადგენლები მოქალაქეებთან სოფელ-სოფელ დადიან, ართმევენ პირადობის მოწმობებს, უღებენ ფოტოებს და 200 ლარის სანაცვლოდ სთავაზობენ, რომ თქვან თითქოს მათ პირადობები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ჩამოართვეს. გარდა ამისა, საარჩევნო კამპანიაში ჩართეს ყოფილი ხელისუფლების ზონდერჯგუფების წარმომადგენლები, რომლებსაც არჩევნების დღეს კონკრეტული დავალებები აქვთ.

დავასახელებთ კონკრეტულ სახელებსაც, რომლებიც პირადობების ჩამორთმევის საქმეში ჩართულია, ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები: დავით ფიფია, მამუკა გოგია, გაგა ჯალაღონია, და დავით ვეკუა. ეს ადამიანები თანხის სანაცვლოდ პირადობებს ართმევენ სოფლებში ჩვენს მოქალაქეებს და ცდილობენ ეს ქმედება დააბრალონ ჩვენს წარმომადგენლებს“, – განაცხადა წოწერიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები