“ერთიანი კოლექტიური ნაცმოძრაობა” რომ არსებობს, ამაზე არაერთხელ არა მარტო თქმულა, არამედ დამტკიცებულა” – მაჭარაშვილი

“ერთიანი კოლექტიური ნაცმოძრაობა” რომ არსებობს, ამაზე არაერთხელ არა მარტო თქმულა, არამედ დამტკიცებულა”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც მამუკა მდინარაძის დღევანდელ ბრიფინგს გამოეხმაურა.

“ხაზარაძე, რომელიც ამბობდა, რომ ვითომ შორს იყო “ნაცმოძრაობისგან” და დადასტურდა ის, რომ ის ზუსტად ერთი-ერთში იმეორებს იმას, რასაც ამბობს “ნაცმოძრაობა” და ის იყო ზუსტად ის ადამიანი, რომელიც საპყრობილეებში აფორმებინებდა და კრედიტებს აღებინებდა პატიმრებს. გახარიაზე აღარაფერს ვამბობ, რომელმაც უკვე თავად აღიარა, რომ არის “გადამგდები” – თავისივე გუნდს რომ “გადააგდებს”, ის ადამიანი.

ეს ცნობილია და ჩვენ ვთქვით, რომ ზუსტად 3 წლის წინ ჩვენ “გადაგვაგდო”, მთელი გუნდი “გადააგდო”, ქვეყანა “გადააგდო” და გადადგა ისეთ მომენტში, როდესაც პრემიერ-მინისტრი უნდა ყოფილიყო მაგალითის მიმცემი. ეს დადასტურდა ზუსტად, ამიტომ ითქვა ამ ბრიფინგზეც, რომ ხაზარაძეც, გახარიაც, გასაგებია, რომ გვარამია და მელიაც არიან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა,” – განაცხადა  მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები