არჩილ გორდულაძე: რუსეთისთვის სანქციების დაწესება თავის თავში არა მხოლოდ ეკონომიკური შედეგის წარმომშობია, არამედ აქვს უდიდესი პოლიტიკური რისკი, რომ ჩვენს ქვეყანაში დაიწყოს ცხელი საომარი ვითარება

მმართველი გუნდის წევრი არჩილ გორდულაძე საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა.

მისი თქმით, რუსეთისთვის სანქციების დაწესება საქართველოში საომარი მოქმედებების დაწყებას ნიშნავს.

„რუსეთისთვის სანქციების დაწესება თავის თავში არა მხოლოდ ეკონომიკური შედეგის წარმომშობია, არამედ აქვს უდიდესი პოლიტიკური რისკი, რომ ჩვენს ქვეყანაში დაიწყოს ცხელი საომარი ვითარება. ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა, როდესაც მოუწოდებ, რომ შენ არ იცი და მე უკეთ ვიცი შენ რა გინდა და რა არის შენი ინტერესები“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტი საქართველოს მთავრობას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები