ირაკლი კირცხალია – ოპოზიციაზე: მთელი ქვეყანა პირდაპირ ეთერში ვუყურებთ, თუ როგორ კოლექტიურად არიან დაკავებულები დესტრუქციით, არეულობის დაანონსებით

,,მთელი ქვეყანა ვუყურებთ პირდაპირ ეთერში, თუ როგორ კოლექტიურად, ლობისტებთან ერთად არიან დაკავებულები დესტრუქციით, არეულობის დაანონსებით”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ წინასაარჩევნოდ ოპოზიციის ქმედებებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის ეს სურვილები ბინძურ სურვილებად დარჩება.

„მაკკეინის ინსტიტუტიდან სცენარი გამოაგზავნეს, რასაც ნახეთ შემდგომ კოლექტიური ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გვარამია როგორ გამოეხმაურა. ამ სცენარში მათი სურვილებია გაწერილი 26 ოქტომბრის შემდეგ, მაგრამ დამერწმუნეთ ეს სურვილები დარჩება მათ ბინძურ სურვილებად“, – აღნიშნა კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები