ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონში ჩავიდა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს შეხვდა,- ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ზელენსკი ლონდონში ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს შეხვდება.
ეს ზელენსკის მეორე ვიზიტია დაუნინგ-სტრიტზე მას შემდეგ, რაც სტარმერი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ- მინისტრად აირჩიეს.
ასევე, დღეს უკრაინის პრეზიდენტი, შესაძლოა, პარიზს ეწვიოს, სადაც მას საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ელისეის სასახლეში უმასპინძლებს.