ზუგდიდში, 69 ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა ეწყობა

ზუგდიდში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გზის რეაბილიტაცია ქალაქის 70-მდე შიდა ქუჩაზე განხორციელდება.

,,ამ ეტაპისთვის, ქალაქში დასრულებულია 25 გზის რეაბილიტაცია, დანარჩენ ქუჩებზე კი სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც მერმა, მამუკა წოწერიამ აღნიშნა, წლების განმავლობაში ეს იყო გამოწვევა მთელი ქალაქისთვის, რადგან წყალარინებისა და წყლის სისტემის პროექტის განხორციელებამ გამოიწვია გზების დაზიანება. ეს ტემპი ყოველწლიურად იქნება შენარჩუნებული მუნიციპალიტეტში.

პროექტი ქალაქის შიდა ქუჩებში არსებულ პრობლემებს მნიშვნელოვნად გადაჭრის. ეტაპობრივად მოხდება დარჩენილი ქუჩების კეთილმოწყობაც.

გზის რეაბილიტაციის თანხა 15 მილიონ ლარამდე მთავრობის განკარგულებით ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები