ჰერმან საბო: სწორად ვშვრებით, რომ ვუერთდებით მარტო სამხედრო და ორმაგი გამოყენების ტვირთების სანქციებს, ამის იქით არც არის პოლიტიკური მოთხოვნა

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “გირჩი” წევრი ჰერმან საბო, მიიჩნევს, რომ საქართველოს გადაწყვეტილება შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ მხოლოდ სამხედრო და ორმაგი გამოყენების ტვირთების სანქციებს, სწორია.

“სწორად ვშვრებით, რომ ვუერთდებით მარტო სამხედრო და ორმაგი გამოყენების ტვირთების სანქციებს, ამის იქით არც არის პოლიტიკური მოთხოვნა სინამდვილეში ევროკომისიისგან, რომ მეტ სანქციას შევუერთდეთ. “ქართული ოცნება” თუ ისე აყენებს საკითხს – თუ სანქციებს შევუერთდით ეკონომიკური ზრდა გაჩერდება და 10%-ის ნაცვლად გვექნება 1%-2%, იქვე უნდა აღიაროს, რომ ეს 10% ეკონომიკური ზრდა სწორედ რუსეთთან პირდაპირ თუ ირიბად ვაჭრობის შედეგია”, – აცხადებს ჰერმან საბო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები