საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უფროსი ძმა, ბერი გიორგი დაკრძალეს
სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უფროსი ძმა, ბერი გიორგი დაკრძალეს. დაკრძალვამდე გარდაცვლილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად გადაიხადა. პანაშვიდის დროს, ტაძარში პატრიარქისა და ოჯახის წევრებისთვის მისასამძიმრებლად საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ბერი გიორგი (ვიქტორ შიოლაშვილი) პარტიარქმა ბერად 2013 წლის 4 სექტემბერს აღკვეცა. ბერი გიორგი მცხეთაში 29 სექტემბერს გარდაიცვალა. ის პატრიარქზე უფროსი იყო.