რომის პაპი 11 ოქტომბერს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება
რომის პაპი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ვატიკანი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, რომის პაპი ფრანცისკე ზელენსკის პარასკევს, 11 ოქტომბერს, ვატიკანში მიიღებს.
ასევე, ვოლოდიმირ ზელენსკი რომში იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონის შეხვდება.
ცნობისთვის, რომის პაპი ბოლოს უკრაინის პრეზიდენტს ივნისში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში პრეზიდენტმა პაპ ფრანცისკესთან უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შედეგები და რუსული საჰაერო ტერორი განიხილა.