ვოლოდიმირ ზელენსკი ხორვატიაში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ხორვატიაში ჩავიდა, რათა უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მესამე სამიტსა და ორმხრივ შეხვედრებში მიიღოს მონაწილეობა,- ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
„ჩავედი ხორვატიაში პრემიერ-მინისტრ ანდრეი პლენკოვიჩთან და რეგიონის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან შესახვედრად,ასევე, უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მესამე სამიტში მონაწილეობის მისაღებად“, – წერს ზელენსკი.
მისი თქმით, პლენკოვიჩთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაგრძელებაზე, ფრონტის ხაზზე დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცების რეაბილიტაციაზე, ასევე, უკრაინის აღდგენის საკითხებზე ისაუბრებს.