„აფრენამდე დარჩა ხუთი წუთი“ – თეიკო ანჯაფარიძის წიგნის წარდგენა გაიმართება
13 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში თეიკო ანჯაფარიძის წიგნის – „აფრენამდე დარჩა ხუთი წუთი“ წარდგენა გაიმართება.
აეროპორტი… ადგილი, სადაც ალბათ ყველაზე გულწრფელია ადამიანი და „გადატვირთვის“ უფლებაც შეუძლია მისცეს საკუთარ თავს. ადგილი, სადაც ადამიანები ხშირად ისე ხვდებიან და ქრებიან, რომ ვერც კი აცნობიერებენ, რა როლი შეასრულეს ერთმანეთის ცხოვრებაში.
12 შეხვედრისა და განშორების ისტორია.
მის.: ივანე ჯავახიშვილის ქ. N7.