ოდიშარია – იოანე ზოსიმეს უნიკალურ ხელნაწერზე: უდიდესი მეცენატი, გამორჩეული მამულიშვილი – ბიძინა ივანიშვილი აგრძელებს ქველმოქმედებას
“უდიდესი მეცენატი, გამორჩეული მამულიშვილი – ბიძინა ივანიშვილი აგრძელებს ქველმოქმედებას”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ბექა ოდიშარია სოციალურ ქსელში წერს, რითაც საქართველოში იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერის ჩამოტანას ეხმაურება.
“მორიგი საჩუქარი სამშობლოს მან ბერ იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი წიგნის სახით უსახსოვრა. ეს იშვიათი და ძვირად ღირებული სიწმინდე მრავალმხრივ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის!
უღრმესი მადლობა მას, რომელიც, საჩუქრების თემაზე ოპოზიციის მხრიდან მის წინააღმდეგ გაჩაღებული კამპანიის და უმადურობის მიუხედავად, არ შეჩერებულა და კვლავაც გვახარებს ასეთი იშვიათი, ერის ისტორიის და მისი კულტურისათვის საამაყო შენაძენით”, – წერს ოდიშარია.
ცნობისთვის, იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა “კრისტის” აუქციონზე მილიონ ფუნტად შეიძინა და საჩუქრად ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდს გადასცა.