“ამხელა სიწმინდის ჩვენს ქვეყანაში ჩამობრძანება დიდი სიხარულია ყველა ადამიანისთვის – ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ იმ ადამიანს, რომელმაც ეს დიდი სიწმინდე შეუნარჩუნა ჩვენს ქვეყანას” – არქიმანდრიტი იოვანე
“ძალიან დიდი სიხარულია ეკლესიისთვის, ყველა ადამიანისთვის, რომ ამხელა სიწმინდე ჩვენს ქვეყანაში ბრუნდება, საქართველოში ჩამობრძანდება”, – ამის შესახებ მამა იოვანემ (მჭედლიშვილი) იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი საქართველოში ჩამოტანის შესახებ საუბრისას აღნიშნა.
“დღევანდელ დღეს უნდა აღინიშნოს, რომ 1988 წელს, ჩამობრძანდა ივერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლობის ხატი, რომელიც სიონშია დავანებული და ეს იყო განსაკუთრებულ დღე. დღევანდელი დღეც განსაკუთრებულია და ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ იმ ადამიანს, რომელმაც ეს დიდი სიწმინდე შეუნარჩუნა ჩვენს ქვეყანას,” – აღნიშნა მამა იოვანემ.
იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი საქართველოში სულ რამდენიმე წუთის წინ ჩამოიტანეს. ის “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ, ივანიშვილმა შეიძინა და ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდს საჩუქრად გადასცა.