იოსებ ბაღათურია: ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, ძალისხმევით და სურვილით შეძენილი უნიკალური ხელნაწერი ღირსეულ ადგილს დაიკავებს ოქროს ფონდში

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ბაღათურია აცხადებს, რომ იოანე ზოსიმეს ხელნაწერი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით არის შეძენილი ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა.

“დღეს დაბრუნდა იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი წიგნი საქართველოში, რომელიც შეძენილია ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, ძალისხმევით და მისივე სურვილით.

უნიკალური ხელნაწერი გადაეცემა ეროვნულ მუზეუმს და ღირსეულ ადგილს დაიკავებს ოქროს ფონდში, ღია გამოფენაზე და იგი განთავსდება ბედიის ბარძიმის გვერდით, ისეთი სიწმინდეების გვერდით, როგორიც არის ანჩისხატი, წილკანის ხატი და სხვა… ამიერიდან, დაინტერესებულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა, ეს უნიკალური ხელნაწერი ეროვნულ მუზეუმში მოინახულონ,” – აცხადებს იოსებ ბაღათურია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები