პეტრე ოცხელის ნამუშევრები Google-მა ვირტუალურ გამოფენაში შეიტანა

პეტრე ოცხელის ნამუშევრები Google-მა თავის ვირტუალურ გამოფენაში შეიტანა. ინფორმაციას  ხელოვნების სასახლე ავრცელებს.
„აქ ყველაფერი დიდებული, დახვეწილი შუქით ელვარებს, არა მხოლოდ იმ დროის – მე-20 საუკუნის, იმ ეპოქის, არამედ მომავლის – დღევანდელობის აღქმაში.

პეტრე ოცხელი მეგობრებთან ერთად

დაუჯერებელია, როგორც ხატავდა და რასაც აკეთებდა. ოცხელმა დროს გაუსწრო, დღესაც კი წინ არის მისი საოცარი გემოვნება, უზადო ტექნიკა, სიზუსტე, სისადავე, აკადემიური ენა, ამ ენის თავისუფალი და ფანტასტიკური გამოსახვა. დღევანდელი ადამიანისთვის უფრო გასაგებია, უფრო უკეთ არის შესაძლებელი ოცხელის ხელოვნების აღქმა-შეფასება და მისი განუმეორებელი ესთეტიკა კიდევ დიდხანს დარჩება შთაგონების წყაროდ მომავალი თაობის არტისტებისთვის.
საბჭოთა კავშირმა ახალგაზრდა, 30 წლის ოცხელი „ხალხის მტრად“ გამოაცხადა და დახვრიტა.
ოცხელის ყველაზე ცნობილი ნახატი „მფრინავი მღებავი“, მის სხვა ნამუშევრებთან ერთად (თავისუფალი ნახატები, თეატრალური სცენები, კოსტიუმების ესკიზები), ხელოვნების სასახლის მუდმივ საექსპოზიციო დარბაზშია გამოფენილი და ჩვენი მუზეუმის ერთგვარ სავიზიტო ბარათად ითვლება.
ხელოვნების სასახლემ გამოსცა მხატვრის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი, ორენოვანი, უხვად ილუსტრირებული არაერთი წიგნი-ალბომი.
პეტრე ოცხელის ნამუშევრები Google-მა თავის ვირტუალურ გამოფენაში შეიტანა.
მარად ახალგაზრდა მხატვარი 117 წლისაა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები