ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაძრისში სპორტული მოედანი და სკვერი მოეწყო

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაძრისში სპორტული მოედანი და სკვერი მოეწყო.

ბორჯომის მერიის ინფორმაციით, დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ადგილობრივებთან ერთად დაათვალიერეს.

“მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ადგილობრივებისგან მოისმინეს სოფელში არსებული პრობლემური საკითხები და მათ გადაჭრის გზებზე ერთად იმსჯელეს.

ამის პარალელურად სასპორტო სკოლისა და სოფელ ტაძრისის გუნდებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა. ახალგაზრდებისთვის სპორტული სივრცის შექმნა ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობასა და სპორტის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები