ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – მოძრაობა შეზღუდულია

ბორჯომის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – ტრაილერი მოსახვევში ამოტრიალდა.

ინფორმაციას “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.

მომხდარი შემთხვევის გამო, ამ დროისთვის, საავტომობილო მოძრაობა ამ დრომდე ცალმხრივად არის შეზღუდული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები