საბაჟოზე ფსიქოტროპული პრეპარატების შემოტანის მცდელობის ორი ფაქტი გამოვლინდა

“ვალეს” საბაჟო – გამშვებ პუნქტზე ფსიქოტროპული პრეპარატების საქართველოში შემოტანის მცდელობის ორი ფაქტი გამოვლინდა. შემოსავლების სამსახურის ცნობით, 1-ელ ოქტომბერს თურქეთიდან შემომავალი საქართველოს მოქალაქის, ხ.თ-ს ბარგის საბაჟო დათვალიერებისას, შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტი, 100 აბი “ქლორდიაზეპოქსიდი” აღმოაჩინეს. უწყების განმარტებით, აღნიშნული პრეპარატის რეცეპტის გარეშე ქვეყნის ტერიტორიაზე შემოტანა კანონით აკრძალულია.
მათივე ინფორმაციით, 1-ელ ოქტომბერს, ვალეს საბაჟო -გამშვებ პუნქტზე “ქლორდიაზეპოქსიდის”ქვეყანაში შემოტანის კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა. 100 აბი ფსიქოტროპული პრეპარატი ამჯერადაც საქართველოს მოქალაქე ი.ფ.-ს შემოჰქონდა. შემოსავლების სამსახურის ცნობით, გამოვლენილი ფაქტების შესახებ საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შსს-ს სამცხე-ჯავახეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებას გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები