ფოლკლორის ცენტრის არქივის ხელმძღვანელი სანდრო ნათაძე მილანის ბრაიდენსეს ბიბლიოთეკას სტუმრობდა

ფოლკლორული საარქივო მასალების მოძიება-კატალოგიზაციის პროექტის ფარგლებში, ფოლკლორის ცენტრის არქივის ხელმძღვანელი სანდრო ნათაძე მილანში, ბრაიდენსეს ბიბლიოთეკაში იმყოფებოდა. იგი
გაეცნო ლა-სკალას საარქივო მასალების ნაწილს და XIX საუკუნის პერიოდიკას, ჟურნალ-გაზეთებს: ”Frusta teatrale” და ”Gazzetta Musicale Di Milano” და სხვა.
ინფორმაციას ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, მუშაობის შედეგები და აღმოჩენილი მასალები ახლო მომავალში იქნება ცნობილი ფართო საზოგადოებრიობისთვის.
ფილიმონ ქორიძე 1881 წელს საგასტროლოდ საქართველოში მიიწვიეს. სამშობლოში დაბრუნებულმა, საქართველოში დარჩენა გადაწყვიტა დიდი მისიის შესასრულებლად: ფილიმონ ქორიძე პირველი ქართველი მუსიკოსი იყო, ვინც ზეპირ ტრადიციად შემორჩენილი ქართული ხალხური მრავალხმიანი სიმღერის ნიმუშები ნოტებზე (ხუთხაზიან სანოტო სისტემაზე) გადაიტანა. დიდმა ფოლკლორისტმა, ქართული სახალხო გუნდების ორგანიზატორმა და ლოტბარმა 6000-მდე ნაწარმოების სანოტო ჩანაწერი შეუნარჩუნა მსოფლიო კულტურას.
საქართველოს პოლიფონიური მემკვიდრეობის გადამრჩენი 2011 წლიდან შერაცხულია წმინდანად, წოდებით: წმიდა ფილიმონ მგალობელი, ერისათვის თავდადებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები