არჩილ გორდულაძე: სალომე ზურაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტი გახდა

“სალომე ზურაბიშვილი არა ქართველი ხალხის, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტი გახდა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ გორდულაძემ “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი აქტიურად არის ჩართული საარჩევნო კამპანიაში, რაც კონსტიტუციის დარღვევაა.

„ადამიანი, რომელიც უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი და უნდა იყოს კონსტიტუციის გარანტი, დღეში რამდენჯერმე არღვევს კონსტიტუციას. რაც შეეხება მას, როგორც პრემიერობის კანდიდატს, ჩვენს კონსტიტუციაში წერია, რომ პრემიერობის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს პოლიტიკურ პარტიას. რომ დავუშვათ 1%-იანი შანსი, რომ ოპოზიციამ მოახერხა წარმატების მიღწევა, რომელმა პარტიამ უნდა დაასახელოს ის?!“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები