გურამ მაჭარაშვილი: მორიგ ჯერზე, სააკაშვილთან დაკავშირებით ჩვენ ვიხილეთ გაყალბების ფაქტი, სამედიცინო ფაქტი

“ხალხის ძალის” წევრი გურამ მაჭარაშვილი „ქრონიკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, სტომატოლოგმა მამუკა გოგიბერიძემ, რომელიც სტომატოლოგიურ კლინიკა „დენტეფექტში“ მუშაობს, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ისე გასცა, სააკაშვილი საერთოდ არ უნახავს და კლინიკურად არ შეუფასებია.

„ახლა, მორიგ ჯერზე კიდევ, სააკაშვილთან დაკავშირებით ჩვენ ვიხილეთ გაყალბების ფაქტი, სამედიცინო ფაქტი. ეს ზუსტად მაგას ნიშნავს, რომ მცირე ხნის შემდგომ შეიძლება საერთოდ ისეთი ცნობაც ვიხილოთ სააკაშვილზე, თითქოს ის არ იმყოფება „ვივამედში“. აი, გაყალბების დონე ამ დონემდე შესაძლოა მივიდეს. ეს ნიშნავს ზუსტად იმას, რომ ასე აცხოვრებდა საზოგადოებას „ნაცმოძრაობა“ და სააკაშვილი – სიყალბეში აცხოვრებდა ქართულ საზოგადოებას“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები