საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციის ქალ ლიდერებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის ქალ ლიდერებს შეხვდა.
კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ანა დოლიძე ამბობს, რომ საუბარი პოლიტიკურ პროცესზე იყო.
“საუბარი იყო პოლიტიკურ პროცესზე – რომ კარგად და სწორად გავმართოთ ყველამ შემდეგი 5 კვირა იმისთვის, რომ ქვეყანაში მოხდეს სერიოზული და ისტორიული ცვლილება. გარდამავალი პერიოდისთვის უნდა მოვემზადოთ და ეს დრო სწორად გამოვიყენოთ, რომ რაღაც ცაიტნოტში არ მოვხვდეთ. რაც შეეხება ჩვენს დასავლელ პარტნიორებს – მათგან ყურადღება უზარმაზარია, გვერდში გვიდგანან. პრეზიდენტის თქმით, ჩვენ გვაქვს მათი მხარდაჭერა – როგორც პოლიტიკური, ისე მატერიალური. პრეზიდენტი გარკვეული ხიდია შიდა პოლიტიკურ პროცესსა და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს შორის,” – აცხადებს დოლიძე.