არჩილ გორდულაძე: როდესაც აშშ-ის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს მოსალოდნელი არეულობის შესახებ, ერთ რამეზე მეტყველებს – საქმის კურსში არიან, რომ არეულობა უნდა მოხდეს, სხვა ლოგიკა არ არის

“როდესაც საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს მოსალოდნელი არეულობის შესახებ, ერთი რამ არის – საქმის კურსში არიან, რომ არეულობა უნდა მოხდეს, სხვა ლოგიკა არ არის”,- ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი არჩილ გორდულაძე აშშ-ის საელჩოს მიერ ამერიკის მოქალაქეებისთვის დაგზავნილ მესიჯს, რომლითაც საელჩო მათ აფრთხილებს, 26 ოქტომბრისთვის მასობრივი შეკრების ადგილებს მოერიდონ და საპროტესტო ზონებისგან თავის არიდებას ურჩევს.

გორდულაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ 26 ოქტომბრის შემდეგ ქვეყანაში არეულობის შემოსატანად ემზადება.

„თითქოს, დაანონსებაა მომავალში არეულობის. არაერთხელ გვითქვამს „ქართული ოცნების“ გუნდის წევრებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სხვას არაფერს აკეთებს გარდა იმისა, რომ ემზადება 26 ოქტომბრის შემდეგ ქვეყანაში არეულობის შემოსატანად. ეს არ გამოუვა, რადგან „ქართულ ოცნებას“ გვაქვს 60%-მდე მხარდაჭერა, რომელიც მზარდია და ქართველი ხალხი არასდროს დაუშვებს, რომ ჩვენს ქვეყანაში არეულობა განმეორდეს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები