პენტაგონი უკრაინისა და ისრაელის წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმების მოგერიებაში მოკავშირეთა მონაწილეობის საკითხს გამოეხმაურა
პენტაგონის სპიკერის მოადგილემ, საბრინა სინგჰმა კომენტარი გააკეთა უკრაინისა და ისრაელის წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმების მოგერიებაში მოკავშირეთა მონაწილეობის საკითხზე.
მისი თქმით, საუბარი ორ ძალიან განსხვავებულ ლანდშაფტსა და ბრძოლის ველს ეხება.
„როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, პრეზიდენტმა ბაიდენმა დავალება გასცა, რომ უკრაინისათვის მიეწოდებინათ ის, რაც მას სჭირდებოდა ბრძოლის ველზე. უკრაინელებმა ძალიან წარმატებულად გამოიყენეს საჰაერო თავდაცვის საშუალებები და სხვა შესაძლებლობები თავიანთი ტერიტორიის დაბრუნების გასაგრძელებლად“, – აღნიშნა საბრინა სინგჰმა.
კითხვაზე, პოლონეთის ან რუმინეთის ტერიტორიიდან [რუსეთის] საჰაერო სამიზნეებზე დარტყმების შესაძლებლობის შესახებ, სინგჰმა უპასუხა:
“ეს ომში სხვაგვარად ჩათრევას ნიშნავს. ამჟამად ჩვენ მიგვაჩნია, რომ უკრაინა წარმატებით იცავდა და იცავს თავს რუსული მხარის მიერ განხორციელებული დარტყმებისგან მათ ქალაქებზე, მოსახლეობაზე, ინფრასტრუქტურაზე. ჩვენ კვლავაც უზრუნველვყოფთ, რომ მათ ამისთვის საჭირო მხარდაჭერა ჰქონდეთ.