ლევან მჭავარიანი: დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა და გამოწვევა, ლგბტ პროპაგანდაა, ეს კანონი მომავალ თაობას ბინძური და ამორალური პროპაგანდისგან დაიცავს

მმართველი გუნდის წევრის, ლევან მაჭავარიანის შეფასებით, ლგბტ კანონი მომავალ თაობას ამორალური პროპაგანდისგან დაიცავს.

„დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა და გამოწვევა, ლგბტ პროპაგანდაა. მივიღეთ ეს კანონი, რომელიც ჩვენ მომავალ თაობას დაიცავს ასეთი ბინძური და ამორალური პროპაგანდისგან“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონს ხელი არ მოაწერა და არც ვეტო დაადო. დოკუმენტი ძალაში შევა, რადგან მას ხელი პარლამენტის თავმჯდომარემ მოაწერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები