უშანგი ხუმარაშვილის გამოფენა – „ქაოტური წესრიგი” 2 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის დროებით საგამოფენო სივრცეში უშანგი ხუმარაშვილის გამოფენა – „ქაოტური წესრიგი” გაიხსნა.
მუზეუმის ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილია უშანგი (ხუმა) ხუმარაშვილის ნამუშევრები 1980-იანი წლებიდან მის გარდაცვალებამდე – 2023 წლამდე.
ექსპოზიცია უშანგი ხუმარაშვილის გარდაცვალებიდან პირველი გამოფენაა, რომელიც განსხვავებულ ჭრილსა და დროში უფრო დისტანციურად გვიჩვენებს მის განვლილ გზას.
გამოფენა 2 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები