საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი აზერბაიჯანის ეროვნულ ბიბლიოთეკას ესტუმრა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი – კონსტანტინე გამსახურდია  ბაქოში ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის ეროვნულ ბიბლიოთეკას ესტუმრა.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, კონსტანტინე გამსახურდია აზერბაიჯანელ კოლეგას, ქარიმ თაჰიროვს შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და აზერბაიჯანის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა.
აზერბაიჯანის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული წიგნის სექცია გაიხსნა, რომელსაც 50 წიგნი გადაეცა საჩუქრად. გამოცემები აზერბაიჯანის ეროვნულ ბიბლიოთეკაში კონსტანტინე გამსახურდიას ვიზიტისას გამოიფინა.
უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაშიც გაიხსნება აზერბაიჯანული წიგნის სექცია.
ამჟამად ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნად ფონდში აზერბაიჯანულ ენაზე დაცულია დაახლოებით 1200 წიგნი და 42 დასახელების პერიოდული გამოცემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები