გურამ რჩეულიშვილის დაბადებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა და მწერლის სკამი, რომელიც მუზეუმს საჩუქრად გადაეცა

ლიტერატურის მუზეუმში გურამ რჩეულიშვილის დაბადებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა.
ლიტერატურის მუზეუმის ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილია 2022 წელს მწერლის ოჯახის მიერ ლიტერატურის მუზეუმისთვის გადაცემული საარქივო მასალები – ბიოგრაფიისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოები, ნაწარმოებების ავტოგრაფები, დღიურის ჩანაწერები, პირადი მიმოწერა, ჩანახატები, მემორიალური ნივთები, უნიკალური გამოცემები, გრაფიკული პორტრეტები.
„გამოფენის გახსნის შემდეგ, მწერლის დამ – მარინე რჩეულიშვილმა და შვილმა – ია რჩეულიშვილმა მუზეუმს საჩუქრად გადმოსცეს გურამ რჩეულიშვილის სკამი, რომელიც ამჟამად უკვე წარმოდგენილია ექსპოზიციაზე.
უღრმეს მადლობას მოვახსენებთ მათ ძვირფასი საჩუქრისთვის.
გამოფენა მიმდინარეობს ყოველდღე, კვირა-ორშაბათის გარდა, 11-დან 17 საათამდე“, – წერს მუზეუმის თანამშრომელი ნანა კობალაძე.

მისამართი: თბილისი, ჭანტურიას ქუჩა №8.
.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები