უკრაინამ რუმინეთისგან Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემა მიიღო

უკრაინაში საზენიტო-სარაკეტო სისტემა Patriot-ი ჩავიდა, რომელიც ქვეყანას რუმინეთმა გადასცა, – ამის შესახებ რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, კონსტანტინე სპინუმ განაცხადა.

„ვადასტურებთ, რომ Patriot-ის სისტემა უკრაინაშია ჩასული,” – განაცხადა რუმინეთის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა.

პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ პლატფორმა X-ზე მადლობა გადაუხადა ყველა ქვეყანას, რომლებიც უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების უზრუნველყოფას ხელს უწყობენ.

„განსაკუთრებული მადლობა რუმინეთს Patriot-ის სისტემისთვის, ჩვენ ერთად შეგვიძლია, მივაღწიოთ კიდევ უფრო დიდ ეფექტურობას – ჩვენ შეგვიძლია დავასრულოთ რუსული ტერორი, ერთობლივი ძალისხმევით „შაჰედებისა“ და რაკეტების ჩამოგდებით“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები