“ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ქართული ტრადიციების და ღირებულებების დასაცავად” – წილოსანი

“ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ქართული ტრადიციების და ღირებულებების დასაცავად, თუმცა, სალომე ზურაბიშვილი ალბათ იტრაბახებს და თავს მოიწონებს იმით, რომ ლგბტ პროპაგანდას ემხრობა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, პრეზიდენტი ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის წინააღმდეგ გამოდის.

„სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტი, ყველა სიკეთესთან ერთად, ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის წინააღმდეგ გამოდის. მან არ მოაწერა ხელი პროექტს, რომელიც უკვე შევიდა პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით ძალაში. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ქართული ტრადიციების და ღირებულებების დასაცავად, თუმცა სალომე ზურაბიშვილი ალბათ იტრაბახებს და თავს მოიწონებს იმით, რომ ლგბტ პროპაგანდას ემხრობა და რომ ყველაფერი გააკეთა, რომ ოჯახური ღირებულებების წინააღმდეგ წასულიყო“, – აღნიშნა წილოსანმა.

ცნობისთვის, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონს ხელი დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მოაწერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები