“ნებისმიერ ეროვნულ ხელისუფლებას, დამერწმუნეთ, ვერავინ შეაშინებს სანქციებით” – კირცხალია

“საზოგადოება დაღალეს უკვე ამ სანქციების თემით და კონსპირაციების თეორიებით”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედ ხელისუფლებას სანქციებით ვერავინ შეაშინებს.

როგორც კირცხალია ამბობს, მტკნარი სიცრუეა, რომ ბიძინა ივანიშვილის საზღვარგარეთ მცხოვრებ შვილებს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ.

„პირველი – სანქციების ენით პარტნიორებსა და მეგობრებთან არ საუბრობენ და მეორე, ნებისმიერ ეროვნულ ხელისუფლებას, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედ ხელისუფლებას, დამერწმუნეთ, ვერავინ შეაშინებს სანქციებით. საზოგადოება დაღალეს უკვე ამ სანქციების თემით და ამ რაღაც კონსპირაციების თეორიებით. ახლა რა ინფორმაციებსაც ავრცელებთ, ზოგადად ამ სანქციებთან დაკავშირებით, არის მტკნარი სიცრუე“, – განაცხადა კირცხალიამ.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ ბიძინა ივანიშვილის შვილებს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ, აშშ-ის საელჩო არ ადასტურებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები