“არ შეიძლება, რომ ბავშვებს სკოლებში ლგბტ პროპაგანდას ახვევდე თავს სხვადასხვა ფორმით” – გიორგი კახიანი

“მხოლოდ კანონით ამის მოწესრიგება არ არის საკმარისი, ეს აუცილებლად კონსტიტუციურადაც უნდა მოვაწესრიგოთ,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა განაცხადა და “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ” კანონთან დაკავშირებით ისაუბრა. ”

დეპუტატის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებას ძალიან მკაფიოდ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია

“არ შეიძლება, რომ ბავშვებს სკოლებში ლგბტ პროპაგანდას ახვევდე თავს სხვადასხვა ფორმით. ეს მიუღებელია ჩვენი საზოგადოებისთვის და ბუნებრივია, როდესაც ვხედავთ მსოფლიოში რა ვითარებაა, ეს ყველაფერი საკმაოდ სწრაფად ვითარდება და შესაძლოა, საქართველოშიც მოხდეს, ხელისუფლება ვალდებულია საზოგადოების ინტერესი გაითვალისწინოს და მიიღოს პრევენციული ზომები, იმისთვის, რომ ეს ყველაფერი შეჩერდეს რამდენადაც იქნება შესაძლებელი. თუმცა მხოლოდ კანონით ამის მოწესრიგება არ არის საკმარისი, ეს აუცილებლად კონსტიტუციურადაც უნდა მოვაწესრიგოთ და ამიტომაც არის ერთ-ერთი საფუძველი იმისა, რატომაც ჩვენ ვამბობთ, რომ “ქართულ ოცნებას” ამ არჩევნებში არამხოლოდ გამარჯვება, არამედ, კონსტიტუციური უმრავლესობით გამარჯვება გვჭირდება, არის სწორედ ეს, რომ შემდგომ ის ღირებულებები და პრინციპები, რომელიც ამ კანონში არის ჩადებული, კონსტიტუციაშიც ავსახოთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება ამას ძალიან სწორედ აფასებს და არჩევნების შედეგებშიც გამოჩნდება,” – განაცხადა კახიანმა “დღის კურიერში” საუბრისას.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ” კანონს ხელი დღეს მოაწერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები