უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული რადიოლოკაციური სადგური Nebo-M გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ATACAMS-ის ბალისტიკური რაკეტებით რუსული რადიოლოკაციური სადგური Nebo-M გაანადგურეს, – ინფორმაციას “უკრაინის შეიარაღებული ძალები” ავრცელებს.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების სარაკეტო ძალების ნაწილებმა წარმატებით დაარტყეს ATACAMS-ის ბალისტიკური რაკეტებით რუსულ Nebo-M-ის სარადარო სადგურს, მისი განადგურება მნიშვნელოვნად ამცირებს რუსეთის არმიის უნარს, თვალყური ადევნოს და გადაჭრას აეროდინამიკური და ბალისტიკური სამიზნეები.”- ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსებს მუშა მდგომარეობაში ამ ტიპის მხოლოდ 10 სისტემა დარჩათ. ასეთი რადარის ღირებულება 100 მილიონ დოლარზე მეტია.

“Nebo-M რადარის განადგურება შექმნის ხელსაყრელ „საჰაერო დერეფანს“ Storm Shadow და SCALP-EG საკრუიზო რაკეტების ეფექტური გამოყენებისთვის. მტრის მნიშვნელოვანი სამიზნეების წინააღმდეგ უკრაინის თავდაცვის ძალების საბრძოლო სამუშაოები გრძელდება,” – აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები