ნატო-ს ახალი გენერალური მდივანი უკრაინაში ჩავიდა
ნატო-ს ახალი გენერალური მდივანი უკრაინაში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა და მას მხარდაჭერა გამოუცხადა.
ცნობისთვის, ეს ნატო-ს გენერალური მდივნის რანგში მარკ რუტეს უკრაინაში პირველი ვიზიტია.
მოამზადა ჯემალ ჟიჟავაძემ