ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, კობა კობალაძე ვეტერანებს სამსახურის მუშაობის 10 წლიან ანგარიშს წარუდგენს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის შექმნის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანის დღის, 17 ოქტომბრის, ღონისძიებების ფარგლებში, სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონებში ვეტერანებთან შეხვედრებს გამართავს და მათ სამსახურის მუშაობის 10 წლიან ანგარიშს წარუდგენს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრები გაიმართება შემდეგ ქალაქებში:

3 ოქტომბერს, ქ. ბათუმში 16:00 საათზე, მემედ აბაშიძის N 32;

4 ოქტომბერს ,ქ. ოზურგეთში, 16:00 საათზე, ჭანტურიას ქუჩა N 1 (ფოლკლორის ცენტრის შენობა);

5 ოქტომბერს, ქ.ზუგდიდში, 16:00 საათზე, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში;

6 ოქტომბერს, ქ.ქუთაისში, 16:00 საათზე, ჩეჩელაშვილის ქუჩა N 6ა;

ადგილობრივ ვეტერანებს შესაძლებლობა აქვთ, დაესწრონ აღნიშნულ შეხვედრებს და სამსახურის დირექტორისგან, მათთვის საინტერესო ყველა საკითხზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები