საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ანდრია აფაქიძის დაბადების 110-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა გაიმართება

4 ოქტომბერს, 14 საათზე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სააქტო დარბაზში,  საიუბილეო სხდომა გაიმართება.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ინფორმაციით, სხდომა ეძღვნება ცნობილი მეცნიერისა და საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის – ანდრია აფაქიძის დაბადების 110 წლისთავს.
სხდომას გახსნის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი.
მოხსენება – „ანდრია აფაქიძის ცხოვრება და მოღვაწეობა“ – არქეოლოგი ალექსანდრე ნონეშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები