2 ოქტომბერი გოდერძი ჩოხელის დაბადების დღეა
1954 წლის 2 ოქტომბერს მწერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი გოდერძი ჩოხელი დაიბადა. მას დღეს 70 წელი შეუსრულდებოდა.
„მე ვწერ იმ ადამიანებზე, რომელთაც ჩემს სულში ჩაიარეს….
და ვისაც რა შეეძლო ის დამიტოვა….
ზოგმა სევდა,
ზოგმა სიხარული,
ზოგმა გულგრილად ჩამიარა….
ზოგმაც სიყვარული შემომაშველა”, – წერდა გოდერძი ჩოხელი.
გოდერძი ჩოხელი 1954 წლის 2 ოქტომბერს, დუშეთის რაიონის სოფელ ჩოხში დაიბადა. 1972 წელს ჩააბარა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, კინომცოდნეობის ფაკულტეტზე, 1974 წლიდან კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე, რომელიც 1979 წელს დაამთავრა. იმავე წელს მიიღეს კინოსტუდია „ქართულ ფილმში” დამდგმელ რეჟისორად. 1981 წლიდან მწერალთა კავშირის წევრია, ხოლო 1980 წლიდან -კინომატოგრაფისტთა კავშირის წევრი. 1997 წლიდან იბეჭდება მისი მოთხრობები ჟურნალ-გაზეთებში.
1980 წელს გამოიცა პირველი წიგნი „წერილი ნაძვებს”. გამოცემული აქვს ლექსებისა და მოთხრობების კრებულები: „ბინდისფერი სოფელი”, „თევზის წერილები”, „შემინახე,დედაო მიწავ“!, „სულეთის კიდობანი”, „არჩევნები სასაფლაოზე”. ლექსების კრებული „ბედი მდევარი”,
რომანები: „მგელი”, და „მღდვლის ცოდვა”.
გოდერძი ჩოხელს გადაღებული აქვს ფილმები: „ნამეხარი მუხა”, „ადგილის დედა”, 1982 წელს გერმანიაში ქ.ობერჰაუზენში,მოკლემეტრაჟიანი საერთაშორისო ფესტივალზე მიიღო გრანპრი.
1980 წელს გადაიღო „ბაკურხეველი ხევსური”; 1981 წელს – „აღდგომა”; 1984 წელს – „ადამიანთა სევდა”;
1986 წელს – „წერილი ნაძვებს”; 1988 წერს – „უცხო”; 1989 წელს – „თეთრი ალამი”; 1990 წელს – „ცოდვის შვილები”; 1997 წელს – „სამოთხის გვრიტები”; 1998 წელს – „ლუკას სახარება”; 1999 წელს – „მიჯაჭვული რაინდები”; 2003 წელს – „სიყვარულის ცეცხლი”.
გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა 2007 წელს, დასაფლავებულია მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში.
ფოტო: გვერდიდან – „მათ შექმნეს ეპოქა“.