რუსთაველის ეროვნულ თეატრში პოლონელ შემსრულებელთა ფონდის – „plac Teatralny” მასტერკლასი გაიმართება
2, 3 ოქტომბერს რუსთაველის ეროვნულ თეატრში პოლონელ შემსრულებელთა ფონდის „plac Teatralny” მასტერკლასი გაიმართება.
რუსთაველის თეატრის ინფორმაციით, მასტერკლასი მოიცავს პოლონელი მწერლის ვიტოლდ გომბროვიჩის დრამატურგიას – „ქორწინება“.
მასტერკლასს რეჟისორებისთვის, მსახიობებისთვის და დეკორატორებისთვის ჩაატარებენ ვიტოლდ გობროვიჩის ნამუშევრების ექსპერტები: რეჟისორი-მიკოლაი გრაბოვსკი და მხატვარი – პაველ დობჟიცკი.
მიკოლაი გრაბოვსკი – პოლონელი რეჟისორი, მსახიობი. ვიტოლდ გომბროვიჩის პიესების დადგმებით ყველაზე ცნობილი რეჟისორი პოლონეთში.
პაველ დობჟიცკი – მხატვარი, სცენოგრაფი, არქიტექტორი. ვარშავის სახვითი ხელოვნების აკადემიის პროფესორი. პოლონეთის, ინგლისის, გერმანიის, რუსეთის, საბერძნეთის და ისრაელის, დრამატულ და საოპერო თეატრებში 280-ზე მეტი სცენოგრაფიული ნამუშევრის ავტორი.
ვიტოლდ მარიან გომბროვიჩის შემოქმედებისთვის დამახასიათებელია, ფსიქოლოგიური ანალიზი ადამიანის, როგორც კულტურული მემკვიდრეობითა და სხვა ადამიანებთან ურთიერთქმედებით აბნეული ინდივიდის მიმართ; ცალკეული ადამიანის იდენტობის ანალიზი; მოუმწიფებლობისა და ახალგაზრდობის, კლასობრივი როლების პრობლემა, ასევე – აბსურდულობის განცდა, ამბოხი და საზოგადოების ტრადიციულ ღირებულებებთან დაპირისპირება, ანტირაციონალიზმი და რომანტიზმის კრიტიკა. ეს ელემენტები გადაჯაჭვულია მის ნაწარმოებებში – რომანებში.
დასაწყისი:
2 ოქტომბერი – 13:00-დან 16:00-მდე (შესვენება 1 საათი) 17:00-დან 20:00-მდე
3 ოქტომბერი – 13:00-დან 16:00-მდე (შესვენება 1 საათი) 17:00-დან 20:00-მდე.
მასტერკლასი ჩატარდება ქართულ ენაზე.
დასწრება თავისუფალია.