ბარაკ ობამა ნეთანიაჰუსთან შეხვედრაზე: არ უნდა დავუშვათ პალესტინელი ბავშვების მკვლელობა

თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. შეხვედრისას აშშ-ს პრეზიდენტმა ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ ისრაელსა და პალესტინელებს შორის არსებული სტატუს-ქვო უნდა შეიცვალოს. თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე ობამამ აღნიშნა, რომ ისრაელის მოქალაქეების უსაფრთხოების გარდა, უნდა გამოინახოს გზები იმისათვის, რომ პალესტინელი ბავშვების მკვლელობები არ დაუშვან. საპასუხო სიტყვაში ისრაელის პრემიერმა განაცხადა, რომ არასტანდარტულად დაფიქრებაა საჭირო იმაზე, თუ როგორ უნდა იმოქმედონ. აშშ-ს მიერ ღაზას სექტორში ჰამასის ბოევიკების წინააღმდეგ დაწყებული ოპერაციის შემდეგ, ეს ხსენებულ სახელმწიფოთა ლიდერების პირველი შეხვედრა გახლდათ. ამ ოპერაციის შედეგად 2 ათასზე მეტი პალესტინელი და 73 ებრაელია მოკლული.
წყარო: bbc.co.uk

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები