რუსეთის არმიამ უკრაინაში, დონეცკის ოლქის ქალაქი ვუგლედარი დაიკავა

რუსეთის არმიამ უკრაინაში დონეცკის ოლქის ქალაქი ვუგლედარი დაიკავა, – ამის შესახებ „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ მოხსენებაშია აღნიშნული.

ანგარიშის თანახმად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვუგლედარის ოკუპაციამ რადიკალურად შეცვალოს შეტევითი ოპერაციების კურსი, რადგან ქალაქი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ლოგისტიკური კერა არ არის.

პარალელურად, უკრაინული წყაროების ინფორმაციით, უკრაინული ჯგუფის ნაწილმა ვუგლედარიდან დაგეგმილი უკან დახევა განახორციელა, რათა ალყა თავიდან აეცილებინა.

ქალაქ ვუგლედარიდან გასვლის შემდეგ, უკრაინამ დონეცკის ოლქის ვოლნოვახის რაიონზე კონტროლი მთლიანად დაკარგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები