ანტიკორუფციულმა ბიურომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციას სტატუსი გაუუქმა

ანტიკორუფციულმა ბიურომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციას სტატუსი გაუუქმა.

შესაბამისი განცხადება ანტიკორუფციულმა ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა ბრიფინგზე გააკეთა.

ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ტექსტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე წერს, რომ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება სრულად შეესაბამება კანონს, რადგან ფაქტია, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” გაცხადებული საარჩევნო მიზანი აქვს და აწარმოებს ღია საარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდას მმართველი პარტიის წინააღმდეგ, თუმცა, პრემიერი განმარტავს, რომ სახელმწიფო ინტერესებისთვის და საარჩევნო პროცესში გარე მანიპულაციის თავიდან ასარიდებლად, მიზანშეწონილია – “გამჭვირვალობა საქართველოს” გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები