გაეროში ისრაელის ელჩი – ჩვენ ვიმოქმედებთ, ირანი თავისი ქმედებების შედეგებს მალე იგრძნობს 

ირანის სარაკეტო თავდასხმაზე ისრაელის პასუხი მტკივნეული იქნება,- ამის შესახებ გაეროში ისრაელის ელჩმა, დენი დანონმა განაცხადა.

„ჩვენ ვიმოქმედებთ. ირანი მალე იგრძნობს თავისი ქმედებების შედეგებს. პასუხი მტკივნეული იქნება“, – აღნიშნა გაეროში ისრაელის ელჩმა.

ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით 180 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

როგორც ისრაელის არმიაში აღნიშნეს, საჰაერო თავდაცვამ ისრაელის მიმართულებით გაშვებული  ბალისტიკური რაკეტების დიდი ნაწილი გაანეიტრალა.

ასევე , აშშ მონაწილეობდა ისრაელის დაცვაში, როგორც ირანისგან მომავალი საფრთხის იდენტიფიცირებით, ასევე ზოგიერთი რაკეტის ჩამოგდებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები