გორის მერია: მერეთში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის მოწყობა მალე დასრულდება
გორის მერიის ინფორმაციით, მერეთში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის მოწყობა მალე დასრულდება.
მათივე ცნობით, გზის მონაკვეთის სიგრძე 198 მეტრია.
,,პროექტის მიხედვით ეწყობა:
🔹 ასფალტის საფარი ტრანსპორტის სავალ ნაწილზე
🔹 სანიაღვრე სისტემა
🔹 ლითონის ცხაურები სანიაღვრეზე საჭიროების მიხედვით
🔹 ეზოებში შესასვლელები
🔹 მიერთებები
🔹 საგზაო ნიშნები
სამუშაოების ღირებულება 154000 ლარია. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს
გზის მონაკვეთზე არასდროს ყოფილა ასფალტის საფარი. სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივებს გადაადგილებისას პრობლემები აღარ შეექმნებათ”,- წერია ინფორმაციაში.