მიტროპოლიტი დანიელი: არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას ფავორიტი ჰყავს, ხელისუფლება ცდილობს დაამოწმოს, რომ არსებობს სამი საუნჯე – მამული, ენა, სარწმუნოება, ამ დეკლარირებას უკან უდგას ფაქიზი დამოკიდებულება სარწმუნოებისა და ამ სარწმუნოების აღმასრულებელი ინსტიტუციისადმი და ვფიქრობ, რომ ისინიც ასე ფიქრობენ

მე პირადად არ მრჩება ასეთი შთაბეჭდილება. მგონია, რომ ისინიც ელოდებიან ღვთის ნებას, – ასე უპასუხა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა „ტვ პირველის“ ეთერში დასმულ კითხვას, რჩება თუ არა შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას ფავორიტი ჰყავს საქართველოს მომდევნო პატრიარქის არჩევნებში.

მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს მოახდინოს იმის დეკლარირება, რომ არსებობს სამი საუნჯე: მამული, ენა, სარწმუნოება, რის უკანაც სარწმუნოების მიმართ ფაქიზი დამოკიდებულება უნდა იყოს

„ბოლო წლებში, ხელისუფლება ცდილობს, რომ დაამოწმოს, დეკლარირება გააკეთოს იმისადმი, რომ არსებობს სამი საუნჯე, როგორც წმინდა ილია მართალი, ჭავჭავაძე ამბობდა – მამული, ენა სარწმუნოება. ამ დეკლარირებას უკან ის უდგას, რომ რასაკვირველია, ძალიან ფაქიზი დამოკიდებულება უნდა იყოს სარწმუნოებისადმი და ამ სარწმუნოების აღმასრულებელი ინსტიტუციისადმი და მე ვფიქრობ, რომ ისინიც ასე ფიქრობენ და ასე შეეცდებიან. მოლოდინი მაქვს ამის“, – განაცხადა მეუფე დანიელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები